LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა და აპლოდისმენტები თითოეული ბგერისთვის, რომლითაც დედამიწას ჩვენი ქვეყანა გააცანით… დიდი ადამიანი და მუსიკოსი, ენერგიის ბორბალი მუსიკაში… სულ იქნებით“ – მსმენელი ვირტუოზ მევიოლინე ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება

262
ლიანა ისაკაძე

77 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა.

ვირტუოზი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიანა ისაკაძის მეგობრები, კოლეგები და ახლობლები ეხმიანებიან და ვირტუოზ შემსრულებელს ემოციურად ემშვიდობებიან.

„უდიდესი მევიოლინე, დიდი მუსიკოსი, საქართველოს სიამაყე ლიანა ისაკაძე წავიდა ამ ქვეყნიდან, მადლიერი ვარ ჩემი შვილის, ირმას მიმართ დიდი სითბოსა და გულშემატკივრობისთვის, არასოდეს დამავიწყდება (ვფიქრობ, არავის დაავიწყდება) მის მიერ დაარსებული ფესტივალი, რაც ზეიმი იყო საქართველოსთვის, თბილისისთვის.

ამ ფესტივალს ის აფხაზეთში, ( ჯერ კიდევ გაგანია კომუნისტების დროს დაიწყო) ბიჭვინთაში ატარებდა ხშირად და ეს შემთხვევითი არ იყო, მოგვიანებით კი თბილისსა და ბათუმში და ჩემი ირმა 9 წლის ასაკში სოლო კონცერტით მიიწვია, დაუვიწყარი კონცერტი იყო და ის სითბო და სიტყვები ამ გენიოსისგან ირმას მისამართით გაცემული, არასდროს დამავიწყდება. დიდი პიროვნება და მევიოლინე იყო ლიანა ისაკაძე. მადლობა ყველაფრისთვის. დიდი პიროვნება იყო“, – წერს მუსიკოსი და პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.

უდიდესი მევიოლინე დიდი მუსიკოსი, საქართველოს სიამაყე ლიანა ისაკაძე წავიდა ამ ქვეყნიდან, მადლიერი ვარ ჩემი შვილის ირმას …

Posted by Tako Charkviani on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

ლიანა ისაკაძის გარდაცვალებას ეხმიანება თავად ირმა გიგანიც და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„გული ჩამწყდა. დიდი ადამიანი და მუსიკოსი, ნიჭის ბუდე და ენერგიის ბორბალი მუსიკაში.

ბედნიერი ვარ, რომ უნიკალური წუთები მაკავშირებს მასთან, სითბო უსაზღვრო.

მადლობა ყველაფრისთვის და მთავრისთვის – მუსიკისთვის, თქვენი საოცარი მუსიკისთვის.

სულ იქნებით“, – წერს პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში და ირმა გიგანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გული ჩამწყდა. დიდი ადამიანი და მუსიკოსი, ნიჭის ბუდე და ენერგიის ბორბალი მუსიკაში. 💥🤍 ბედნიერი ვარ რომ უნიკალური წუთები…

Posted by Irma Gigani on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

„ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ჩემო უფროსო მეგობარო, შენი სული. ძალიან დიდი მუსიკოსი დააკლდა სამყაროს… შეხვედრამდე ჩემო ლიანა“, – წერს საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დავით ოქიტაშვილი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩემო უფროსო მეგობარო შენი სული.💔ძალიან დიდი მუსიკოსი დააკლდა სამყაროს…შეხვედრამდე ჩემო ლიანა💔🙏💔 ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა🙏

Posted by Dato Okitashvili on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

„ყველა დროის უდიდესი მევიოლინე. მასთან დაკვრა და ურთიერთობა დიდი ბედნიერება იყო“, – ასე ეხმიანება ლიანა ისაკაძის გარდაცვალებას პიანისტი თათა ლიჩელი.

ძვირფასი, ერთადერთი და განუმეორებელი!❤️ RIP Liana Isakadze

Posted by Tata Licheli on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

„ძვირფასი, ერთადერთი და განუმეორებელი“, – წერს ასევე თათა ლიჩელი და ლიანა ისაკაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ძვირფასი, ერთადერთი და განუმეორებელი!❤️ RIP Liana Isakadze

Posted by Tata Licheli on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

რეჟისორი სანდრო ელოშვილი კი წერს:

„მადლობა და აპლოდისმენტები თითოეული ბგერისთვის, რომლითაც დედამიწას ჩვენი ქვეყანა გააცანით“.

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა! 💔 მადლობა და აპლოდისმენტები თითოეული ბგერისთვის, რომლითაც დედამიწას ჩვენი ქვეყანა გააცანით! 👏

Posted by სანდრო ელოშვილი on პარასკევი, 05 ივლისი, 2024

ცნობისათვის, ლიანა ისაკაძემ აქტიური კარიერა მცირე ასაკიდან დაიწყო. 10 წლის ასაკში, 1956 წელს გახდა რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი, 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, 1971 წელს კი მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი გახდა.

1981–1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

33 წლის ასაკში, ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსს, მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

ლიანა ისაკაძე აღიარებულია, როგორც საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინე. არის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.

1979 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ასევე დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

magti 5g