LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა მათ, ვინც ცრემლები შემიმშრალა“ – ისტორია დასრულებულია! – შაკირამ ვაჟებთან ერთად ესპანეთი დატოვა

1256
Untitled.pngrere

შაკირამ ვაჟებთან ერთად ესპანეთი დატოვა. ის ახალ ცხოვრებას მაიამიში იწყებს. ახლახან, 46 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა და ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა.

„ბარსელონაში იმიტომ დავიწყე ცხოვრება, რათა ჩემი შვილებისთვის სტაბილურობა მიმეცა, ახლა სტაბილურობას მსოფლიოს სხვა წერტილში ვეძებ. ჩვენი ცხოვრების ახალი თავი მაიამიში იწყება. დიდი მადლობა მათ, ვინც ცრემლები შემიმშრალა, ვინც მოტივაციას მაძლევდა. დიდი მადლობა ჩემს ესპანურ აუდიტორიას, ვინ მუდმივად მხარში მედგა“, – წერს შაკირა.

ცნობისთვის, შაკირა ჟერარ პიკეს, 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, გასული წლის ზაფხულში დაშორდა. ყოველივე ამას წინ უძღოდა ფეხბურთელის ღალატი. ახლა ჟერარი ბარსელონაში, კლარა ჩია მარტიოსთან ერთად ცხოვრობს და თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, სულაც არ ნანობს მომღერალთან განშორებას, მეტიც, ის ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია,  შაკირას ახალ სიმღერებს დაველოდოთ, რომლებიც, სავარაუდოდ, კვლავ ყოფილ პარტნიორზე იქნება.

„დროა ექსი დაივიწყო, ყველანი დავისტრესეთ უკვე!“ – შაკირა და ჟერარ პიკე ფოტოებს ავრცელებენ

ვიდეო: აი რატომ გაუსწორდა ფიზიკურად პიკეს დედა შაკირას – ახალი დეტალები

„ჟერარ, უფრთხილდი შაკირას ფანებს!“- შაკირა ახალ ვიდეოს ავრცელებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Shakira (@shakira)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები