LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა სამყაროს, საოცარი, ყოველ დღე განახლებადი, უსაზღვრო საინტერესო ემოციებისთვის – ანეტა ნიკურაძის ემოციური პოსტი

494
ფორტუნა - 2023-05-08T224409.693

მომღერალი გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები. პატარა ლუკა ჭოხონელიძის სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დადებით ემოციებს იმსახურებს.

ანეტა ნიკურაძე მეგობრებს ლუკას მორიგ ფოტოს უზიარებს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც პირველად გაიგო, რომ დედა გახდებოდა.

„მართალია, უკვე გადაცდა 7 მაისს, მაგრამ მაინც დავდებ. დღე, როცა გავიგე, რომ გავიგე, რომ ჩვენს პატარას ველოდები. თან ამ დღეს ვიყავით დიდი სამეგობრო კახეთში. ჩვენი ანსის დაბადების დღეზე. ჩემი ტკბილი გოგოების დახმარებით ფარდა აეხადა იმ უცნაურ შეგრძნებებს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მაწუხებდა.

არ ვიცი, დღემდე ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც იმ მომენტში დამეუფლა. ერთი წელი გავიდა, რაც ეს სიყვარული ადამიანი მოგვევლინა.. მადლობა სამყაროს, საოცარი, ყოველ დღე განახლებადი, უსაზღვრო საინტერესო ემოციებისთვის“. – წერს ანეტა ნიკურაძე.

როგორ ელოდება ნატო გელაშვილი პირველი შვილიშვილის დაბადებას და რა უყიდა აშშ-ში მოგზაურობისას – გიორგი ჭოხონელიძე და ანეტა ნიკურაძე პირველი შვილის მოლოდინში

გიორგი ჭოხონელიძე ქორწინების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს: „ბევრი რამ მოვასწარით, ჩემო ანე და კიდევ ბევრი გვაქვს წინ!“

გიორგი ჭოხონელიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს: „სიყვარული ერთ დროს შენგან ვისწავლე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები