LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა საპატრიარქოს, რომ სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად ჩვენი შენიშვნები გაითვალისწინა, მაგრამ ეს არ კმარა“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე 

142
ing (2)

საპატრიარქოს მოწოდებას, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, წმინდა მატრონას ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეხმიანება.

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი

დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხატზე კიდევ ერთი დეტალია, რომელიც მკრეხელობაა და შესაცვლელია:

„მადლობა საპატრიარქოს, რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ კმარა, მატრონას სამღვდელო მაკურთხებელი მარჯვენით აქვს ხელი აპყრობილი, რაც ასევე მკრეხელობაა და შესაცვლელია.

ზოგადად, რაც მატრონაზე ვიცით, ყველაფერი ვიცით მხოლოდ ვიღაც ქალბატონ ჟდანოვას მონათხრობებით 1990-იან წლებში, ეკლესიამ მანამდე მატრონაზე არაფერი იცოდა, არადა 1950 წელს გარდაიცვალა ჟდანოვას მიხედვით მატრონა.

შესაბამისად, სახეზე გვაქვს დიდი ყალბისმქნელობა ჟდანოვას და მისი დაჯგუფების მხრიდან.

P.S. აქვე დავამატებ, რომ, ზოგადად, ქართველი მორწმუნეების მიერ მატრონებზე და სხვა რუს „წმინდანებზე“ ჩაციკვლა რუსული იდეოლოგიის გავრცელებას ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობაში.

ვიღას ახსოვს წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. გიორგი მთაწმინდელი, წმ. ქეთევან წამებული და სხვა ჩვენი უდიდესი წმინდანები, შეპყრობილები არიან მატრონებით, სერაფიმ საროველებით და სხვა ლეგენდარული მითოლოგიური რუსი წმინდანებით, რომელთა შესახებაც რუსული სპეცსამსახურები ნებისმიერ ფაბრიკაციას ქმნიან რაც მათ აწყობთ“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

 

მადლობა საპატრიარქოს რომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები ხატის არაკანონიკურობის და სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად,…

Posted by დეკანოზი ილია ჭიღლაძე on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

ამავე თემაზე:

ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს

სრული გაუნათლებლობის ზეიმია – სინამდვილეში არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონას ხატია“ – ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი 

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g