არიანა გრანდეს ზედმეტი სიგამხდრე ბოლო დროის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. არტისტმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წონაში საგრძნობლად დაიკლო.
თუ აქამდე ფანები მის მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევდნენ, ამასთან იწერებოდა, რომ მან ჰოლივუდში ფართოდ გავრცელებულ გასახდომ პრეპარატს – ოზემპიკს მიმართა, 7 სექტემბერს, MTV Video Music Awards-ზე მომღერლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მათი წარმოდგენა შეცვალა.
,,საუკეთესო პოპ ვიდეოს” ნომინაციაში გამარჯვების დროს წარმოთქმული სიტყვისას, არტისტმა მადლობა თერაპევტს გადაუხადა.
Sending a huge congratulations to #ArianaGrande on winning Best Pop for brighter days ahead at the 2025 #VMAs! 🏆 pic.twitter.com/HaNxFUDYuc
— Video Music Awards (@vmas) September 8, 2025
დეპრესია, ცხოვრებისეული ცვლილებები, სტრესი, წარსულის ტრავმა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გასამკლავებლადაც ადამიანები ხშირად თერაპევტს მიმართავენ. სწორედ თერაპევტი ეხმარება მათ სხვადასხვა ფსიქიკური და ფიზიკური საკითხების მოგვარებაში, რამაც გრანდეს ცხოვრებაში თავი მას შემდეგ იჩინა, რაც ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, დალტონ გომესს დაშორდა.
საუბრობდნენ, რომ გომესმა ცოლს უღალატა, რამაც მათ ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. იყო ვარაუდი, რომ წყვილი დისტანციისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გაიყარა.
არიანას ქმარი ძალიან უყვარდა, რის გამოც მისთვის ეს პროცესი რთული აღმოჩნდა.


დაშორებით გამოწვეულ წუხილს შემსრულებელი 2024 წლის მეშვიდე სტუდიურ ალბომში – Eternal Sunshine შეეხო. დისკი სწორედ მის გარშემო განვითარებულ გახმაურებულ მოვლენებს ეხმიანება, რომლის ტრეკები პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებების გამოხატულებაა. ამასთან, სიმღერის We Can’t Be Friends (Wait for Your Love) კლიპი ფილმის – ,,ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება” სიუჯეტს იმეორებს, რომლის მიხედვით მთავარი გმირები საკუთარი მეხსიერებიდან ერთმანეთის შესახებ მოგონებებს შლიან.
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ და 2023-ში დაშორდნენ. წყვილს ნიშნობა 2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე ისინი ერთმანეთს დაახლოებით 11 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ.


