ინფლუენსერი ბათუმიდან, მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ახალ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს.
მარიამი აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც რთული პერიოდის გადალახვაში დიდი როლი ითამაშა.
„მადლობა უფალს, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი, იმდენად რთული პერიოდი გავიარე. გული მტკივა იმ ჭორების გამო, რომელიც ვრცელდება…. განვაგრძე ცხოვრება ადამიანთან, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. აქვე ვუპასუხებ იმ ხალხის ზღაპრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცოლად მოხუცს გავყევი მატერიალური მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. გეტყვით, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა. წარმატებული, ჭკვიანი და საოცარი პიროვნება… მე დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ“, – წერს მარიამი.
ცნობისთვის, მარიამმა დაახლოებით ორი თვის წინ გაამხილა, რომ მეუღლესთან — დავით ბოლქვაძე – 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.

