LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმები გულის ასამუშავებლად ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ“ – რას ჰყვება თვითმხილველი სამგორის მეტროში მომხდარ ტრაგედიაზე

1330
2026-05-15_01-58-54_152156

მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„რამდენიმე წუთია მოვედი სახლში საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში, ახალგაზრდა გოგო 30 წლისაც არ იყო საბრალო მატარებლის ვაგონში უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა , სამგორის მეტროს სადგურზე რა არ უკეთეს ერთ საათზე მეტი სასწრაფოს ექიმები მისი გულის ასამუშავებლად ბოლომდე იბრძოდნენ მაგრამ ვერაფერს გახდნენ ,
გული გაუჩერდა საბრალოს .
ყველა პულსის შკალას ვუყურებდით მონიტორზე, უამრავი ადამიანი ვგულშემატკივრობდით , ზოგი ლოცულობდა ზოგი ტიროდა არაფერი გამოვიდა წამიერად გარდაიცვალა საწყალი.

მართლაც რომ წუთია წუთისოფელი და მაინც ადამიანების უმრავლესობა ისე ცხოვრობს თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდეს .

არ ვიცი ვინ იყო , როგორც მისმა მეგობრებმა თქვეს სტუდენტი იყო და სასწავლებლიდან მოდიოდნენ …უფალმა გაანათლოს მისი სული…“, – წერს თვითმხილველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g