LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, ყველაზე ზუსტად მიგნებული ჰარმონიისთვის, მელოდიისთვის და დრამატურგიისთვის.. დღეს გია ყანჩელი 88 წლის გახდებოდა! მისი არ ყოფნა დიდ სიცარიელეს ქმნის, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეავსებს“ – ნიკოლოზ რაჭველი

277
Untitled design (8)

10 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ რაჭველი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „დედასთან ერთად ყველაზე მძაფრად გია ყანჩელის გვერდში ყოფნა აკლია, რაც ისეთ სიცარიელეს ქმნის, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეავსებს“. მასთან გატარებული ყოველი წუთი, როგორც ნიკოლოზ რაჭველი წერს, უძვირფასესია.

დღეს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა

ნიკოლოზ რაჭველი გია ყანჩელს მადლობას უხდის „ყველაზე ზუსტად მიგნებული ჰარმონიისთვის, მელოდიისთვის და დრამატურგიისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისია, რითაც მსოფლიო მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა“.

„რთულ დღეებში განსაკუთრებულად საგრძნობია ძვირფასი ადამიანების დანაკლისი და მონატრება… ჩემ ცხოვრებაში უკვე არაერთი ოჯახის წევრი და ახლობელი გავაცილე ამ ქვეყნიერებიდან, მაგრამ დედასთან ერთად ყველაზე მძაფრად გია ყანჩელის გვერდში ყოფნა დამაკლდა. ნამდვილად არ შემწყდარა მასთან მუსიკით გამყარებული სულიერი კავშირი, მეტიც, ალბათ უფრო გამიღრმავდა და დაიხვეწა, მაგრამ ის, რომ ვერ ვნახავ, ვერ მოვისმენ მის რჩევა-დარიგებას, შენიშვნას, პროფესიულ მოსაზრებას, მაინც დიდ სიცარიელეს ქმნის, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი შეავსებს. დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა აქვთ ჩემს იმ მეგობრებს, რომლებიც ასე დაგვიახლოვა და როცა კი საშუალება უჩნდებოდა სულ გვაგრძნობინებდა რომ უხაროდა ჩვენთან ერთად ყოფნა საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც. წუხელ ვიხსენებდი და აღმოვაჩინე, რომ თითქმის ორ ათეულ ქვეყანაში ვარ მასთან ერთად ნამყოფი, ზოგან როგორც მისი მუსიკის დირიჟორი, ზოგან როგორც პიანისტი, ხანაც კონცერტმაისტერი, ზოგჯერ კი მისი მსოფლიო პრემიერის დამსწრე და წარმატების გამზიარებელი… ყოველი წუთი უსაზღვროდ ძვირფასია და მინდა რომ არასოდეს დამავიწყდეს!

„მე ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…” – ნიკოლოზ რაჭველი

„ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა.. ეს ბინძური კამპანია უკან დაუბრუნდებათ დამკვეთებს“ – პაატა ბურჭულაძე

ეს დღეები ძალიან რთულად გასატარებელი აღმოჩნდა მთელი საქართველოსთვის და ჩემთვისაც, მერე კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ საზოგადოების დასაცავი აღმოვჩნდი ბოროტი და მიკერძოებული ადამიანებისგან, რომლებმაც ჩემკენ უარყოფითი ენერგია უშურველად და არასამართლიანად მომართეს. მოვიტყუებ რომ ვთქვა არ განვიცადეთქო, მაგრამ შოვის ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლთა ტანჯვის წარმოდგენა ყველა სხვა განცდას აბათილებს და ახლა, როდესაც ასეთი ტალღოვანი ემოციური დრო გვიდგას 10 აგვისტოც მოვიდა და მომინდა კიდევ ერთხელ შევუთვალო მას დიდი მადლობა, პირველ რიგში ყველაზე ზუსტად მიგნებული ჰარმონიისთვის, მელოდიისთვის და დრამატურგიისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისია, რითიც მსოფლიო მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა და რის გამოც ასრულებენ მის შედევრებს დიდი დირიჟორები, სოლისტები, მაღალი რეპუტაციის გუნდები და ორკესტრები, ვოკალური და კამერული ანსამბლები. მეორე რიგში მადლობა იმისთვის, რომ მასწავლა შიშის დაძლევა, მაგალითად დამიტოვა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა, თუნდაც სიტყვიერი, როცა ეგ გრჩება ბერკეტად, დაბოლოს იმისთვის, რომ ასე ძალიან მაგრძნობინა სიყვარული, უპირობო მხარდაჭერა, შეფასება და სრულყოფილი ნდობა მისი მუსიკის შესრულებისა და ინტერპრეტირებისას.

დღეს გია ყანჩელი 88 წლის გახდებოდა და იქნებოდა ძალიან სევდიანიც და გაბრაზებულიც, ზუსტად ისე, როგორი ჟღერადობის სიმფონიური მუსიკაც დაუტოვა სამშობლოს და კაცობრიობას!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

რთულ დღეებში განსაკუთრებულად საგრძნობია ძვირფასი ადამიანების დანაკლისი და მონატრება… ჩემ ცხოვრებაში უკვე არაერთი ოჯახის…Posted by Nikoloz Rachveli on Thursday, 10 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები