LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…” – ნიკოლოზ რაჭველი

1477
BeFunky-collage - 2023-08-07T013155.952

ნიკოლოზ რაჭველი შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენას ეხმაურება და ოფიციალური უწყებების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…

არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ ბოლომდე მძულდეს გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანი, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!

არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციური მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!

ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე: „უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“ 

„ეს არის მყინვარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.. მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას გვიჩვენებს“ – რა ფოტოებს ავრცელებს გლაციოლოგი

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას  

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g