დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარე მოვლენები.
ივანიშვილის პირადი ტროიკის წევრები ხართ - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
გიორგი კახიანმა და ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას სათქმელი არ დაასრულებინეს.
ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის წევრები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ.
„ეს არის რუსული ოცნება და მისი ხელმძღვანელი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო დიდი ფულის და გავლენის მატარებელია, არამედ ადამიანი, რომლის ძირითადი ნაკლი არის შემდეგი, იგი ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში.
ამ ადამიანებს რომ კითხო, პარლამენტარები არიან და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს მოსამსახურე პერსონალი ყავს მაღალ თანამდებობებზე.
სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, ნიკა მელიას დააპატიმრებენ - რას გადაწყვეტს პარლამენტი
პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს
დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას. რაც შეეხება გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო დაკავებას, იმედია, ამ დონის სიგიჟეზე ისინი არ წავლენ. ბიძინა ივანიშვილის მზე ესვენება, იძირება გემი“, – განაცხადა მელიამ.
