უკრაინის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს. მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა:
“მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას,” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა.