LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ახალ რეალითი-შოუში მიიღებს მონაწილეობას

37

როგორც ჩანს 57 წლის მადონა ვერაფრით ეგუება  პოპ-დედოფლის ტიტულის დაკარგვას და პოპულარობის შესანარჩუნებას საკუთარი რეალითი-შოუს გაკეთებით ცდილობს. მუსიკოსი მოლაპარაკებებს იმავე კომპანიასთან აწარმოებს, რომელმაც თავის დროზე ”კარდაშიანების ოჯახის” პოპულარული შოუ შექმნა.

კიმ კარდაშიანის წყალობით მადონამ შეხედულებები შეიცვალა და თუ ადრე თვლიდა, რომ რეალითი-შოუ მხოლოდ უნიჭოებისთვის იყო, ახლა არც თვითონაა მსგავს შოუში გამოჩენის წინააღმდეგი. პოპ-დივა მშვიდად უყურებს საკუთარი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობას, მითუმეტეს რომ ბოლო დროს საგრძნობლად მოაკლდა პუბლიკის ყურადღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები