მადონას 22 წლის ქალიშვილი, ლურდესი იტალიური ბრენდის, Miu Miu გაზაფხული-ზაფხული 2019-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ გოგონასთან ერთად, გადაღებებში მონაწილეობა უმა თურმანისა და ითან ჰოუკის 21 წლის ქალიშვილმა, მაიამაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლურდესს წარმატებულ მოდურ ლეიბლებთან აქამდეც უთანამშრომლია. ის აქამდე სტელა მაკკარტნის არომატის Pop სახე იყო. ამასთან, გასულ წელს ახალგაზრდა მოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, Gypsy Sport-ის ჩვენებაზე გამოვიდა.
იგივე შეიძლება ითქვას მაიაზეც, რომლის სახელს AllSaints-თან და Calvin Klein-თან თანამშრომლობა უკავშირდება.