LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდსა და მაროკოს ვაკუუმის მატარებელი დააკავშირებს

61

ესპანეთში შექმნილმა ინოვაციურმა პროექტმა Hyperloop „მსოფლიო გამოწვევების კონკურსში” გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა და აფრიკა ერთმანეთს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან.

მატარებელი სპეციალურ მილში იმოძრავებს და მისი სიჩქარე 1 200 კმ/სთ იქნება. აღსანიშნავია, რომ პროექტი არის უნიკალური წამოწყება, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან პირველად დააკავშირებს. მის შესასრულებლად კი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები შეიკრიბნენ და ისინი მუშაობას უკვე შეუდგნენ.

მატარებელი, რომელიც გიბრალტარის გავლით იმოძრავებს, მოგზაურობის დროს ბევრად შეამცირებს და გარდა ამისა, ამ პროცესს ძალიან კომფორტულსაც გახდის. რაც შეეხება „მსოფლიო გამოწვევების კონკურსს“ – მასში წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 35 ჯგუფი მონაწილეობდა.

85ecefd141fc2f28d4507ac1f0da2976926a8fd9

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები