LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ადამიანებისა და მცენარეებისთვის „კლიმატური თავშესაფრები“ ისევ გაიხსნება

107
Dicover-2-Photos-1620x1080-1-1-1024x683

ესპანეთის დედაქალაქი ზაფხულის სიცხისთვის ემზადება – ქალაქში კვლავ ამუშავდება სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, სადაც ადამიანები სიცხისგან თავშესაფარს იპოვიან. სიახლის შესახებ Madrid Secreto წერს.

ერთ-ერთი ასეთი სივრცე ადგილობრივ კულტურულ ცენტრში მოეწყობა. ვიზიტორებს შესთავაზებენ უფასო Wi-Fi-ს, სასმელ წყალს, დასასვენებელ ადგილებს და ჭადრაკის თამაშის შესაძლებლობას. გარდა ამისა, იქ შესაძლებელი იქნება შვებულების დროს ოთახის ყვავილების დატოვება — მათზე სპეციალისტები იზრუნებენ.

კიდევ ერთი მსგავსი სივრცე მადრიდის გარეუბანში მოეწყობა და იქ გამწვანებული ზონებისა და დასასვენებელი სივრცეების დამატებაც იგეგმება.

ასეთი ინიციატივები ქალაქის მცხოვრებლებს ეხმარებათ, უფრო მარტივად გადაიტანონ ექსტრემალური სიცხეები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქალაქის დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ. გასულ წელს მსგავსი „თავშესაფრები“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულობით დიდ ქალაქებში, მათ შორის მადრიდშიც, ე.წ. სითბოს კუნძულები წარმოიქმნება— ზონები, სადაც ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ბუნებრივ გარემოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები