LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ნაგავს ხელოვნური ინტელექტი მოძებნის

116
vehiculo IA 600x400

მადრიდში აპირებენ, რომ ნაგავი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეძებონ. გამოცემა fCCma-ს ინფორმაციით, საუბარია ნარჩენებზე რომელიც ურნის მიღმა მოხვდა.

სისტემა სპეციალური კამერების დახმარებით იმუშავებს. ზუსტად ისე, როგორც არასწორად გადაყრილი ნარჩენების შემთხვევაში მუშაობენ. წარსულში ინსპექტორებს ტერიტორიის დათვალიერება და ნაგვის ძებნა ფეხით უწევდათ, შემდეგ ადგილზე ნაგვის გამტან მანქანებს იძახებდნენ. ამიერიდან კი საკმარისი იქნება, სპეციალისტებმა ქუჩაში კამერიანი მანქანით გაიარონ.

ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, რომ სხვადასხვა ობიექტები დაუყოვნებლივ ამოიცნოს და მონაცემები მონიტორინგის ცენტრში გადაგზავნოს. ტექნოლოგია იმასაც განსაზღვრავს თუ სად მდებარეობს უახლესი ნაგვის მანქანა და მას დავალებას გაუგზავნის.

წარსულში ერთი წერტილის დასუფთავებას 5 საათი სჭირდებოდა, ინოვაციები კი ამ პროცესს 2 საათამდე შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები