LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში NHL-ს უმიზნებენ: რეალი ახალ რევოლუციას გეგმავს

55

მადრიდის “რეალი” დიდი გარდაქმნის მიჯნაზეა. ფლორენტინო პერესი მორიგ რევოლუციას გეგმავს. “მარკას” ვერსიით, BBC ანუ ბენზემა, ბეილი და კრიშტიანოს ტრიო აღარ იარსებებს. “სამეფო კლუბში” ნეიმარი, აზარი, ლევანდოვსკის სამეულზე ოცნებობენ – NHL.

მადრიდში ვერ ეგუებიან, რომ მათი საყვარელი გუნდი სატრანსფერო ბაზრის აუტსაიდერად ჩამოყალიბდა. უკმაყოფილება “სამეფო კლუბის” წარუმატებლობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ კოუტინიო დაიმატა, პროტესტმა პიკს მიაღწია. ფლორენტინო პერესის წარმომადგენლებმა სიტუაციის დარეგულირება პრომადრიდული გამოცემის „მარკას“ მეშვეობით სცადეს. რამდენიმე დღეა ნეიმარის გადაბირებასთან დაკავშირებით ირიბი მინიშნებები კეთდებოდა, მაგრამ ბოლომდე ამ ხერხმა ვერ გაამართლა, ამიტომაც გულშემატკივრებს ახალი “გაუმჯობესებული ვერსია” შესთავაზეს. “მარკა” ამტკიცებს, რომ “რეალი” სატრანსფერო ბაზრის აფეთქებას აპირებს.

ამიერიდან აქცენტი უკვე არა BBC-ზე, არამედ NHL-ზე კეთდება.

ლევანდოვსკის ალტერნატიულ ვარიანტად მადრიდელები „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინს ან „ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდის განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები