გადაცემა „მონატრების ფერების“ მე-7 სეზონის სტუმარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მაია ასათიანი.
გადაცემაში, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეძღვნება, ჟურნალისტმა ემიგრანტ დედებს ეთერიდან ემოციურად მიმართა. ცნობილი ტელესახე იხსენებს, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაციაზეც კი ფიქრობდა:
„ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ემიგრაციაში წასული ქალებისგან, ასე მგონია ამ მხარდაჭერას ვერც ვერასოდეს დავუბრუნებ…
როცა უნივერსიტეტში ვასწავლიდი აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა ჩემი სტუდენტის დედა ემიგრაციაში იყო წლობით წასული და ეს ბავშვები იყვნენ უდედოდ გაზრდილები. ამ დროს მე უკვე შვილი აღარ მყავდა და გავიაზრე, რას ნიშნავს ქალისთვის როცა შენი ნებით ტოვებ შვილს და მიდიხარ, უმძიმესი რაღაცაა თუმცა, ეს ბავშვები ვერც ისწავლიდნენ დედები რომ ემიგრაციაში არ წასულიყვნენ, არც საკვები ექნებოდათ სახლში, ვერც ჩააცმევდნენ და ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, შემდგარი ქალები საკუთარი ნებით ტოვებენ შვილებს, ყველაზე ძვირფასს, იმისთვის, რომ ეს ბავშვი გადარჩეს და განათლება მიიღოს, მიდიან იქ ძალიან მძიმე სამუშაოზე…
მოგიკითხავთ აქედან, ძალიან მაგარი ქალები ვართ, მეც ჩავთვლი ჩემს თავს თქვენს რიგებში. რუსთავი ორიდან რომ წამოვედი ემიგრაციაში წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მივხვდი რომ ძალა არ მქონდა ცხოვრების ისევ თავიდან დასაწყებად და მეორე, მე აქ საფლავი მაქვს, რომელსაც ვერ დავტოვებ, მე კიდევ სხვა ისტორია მაქვს…“ – ამბობს მაია ასათიანი.
მაია ასათიანი – სეზონი 7, გადაცემა 22გადაცემა "მონატრების ფერების" მე-7 სეზონი📺🎥🇬🇪 🇬🇪 ჩვენი გადაცემის სტუმარია: ჟურნალისტი და ტელე წამყვანი, ქალბატონი მაია ასათიანი. 👉 წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ 👉შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ ფეისბუქში. https://www.facebook.com/monatrebisferebi 👉გამოგვყევით ინსტაგრამზე. https://www.instagram.com/monatrebisperebi 👉გამოგვყევით TikTok-ზე https://www.tiktok.com/@monatrebisferebi 👉გამოიწერეთ ჩვენი იუთუბის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი რათა ჩვენი არცერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. https://www.youtube.com/@monatrebisferebi2022 ქართველი ემიგრანტებიემიგრანტებიQartveli emigrantebi ქართველი ემიგრანტებიქართველი ემიგრანტები იტალიაშიქართველი ემიგრანტებიქართველი ემიგრანტები
Posted by მონატრების ფერები / monatrebis ferebi on ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
