„დღის პოსტის“ სტუმარმა, მაია ბარათაშვილმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი მონათესავე სული ვერ ნახა, ამიტომაც ვერ გადაწყვიტა დაოჯახება:
„ოჯახი არის ღმერთის წყალობა. თუ მოახერხე და შენი მეორე ნახევარი იპოვე, დიდი ბედნიერებაა. მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. ისე არ შემყვარებია არავინ. იყო ძლიერი გატაცებები, ბოლო-ბოლო ხელოვანები ვართ და ემოციურები ვართ… ძალიან მაინტერესებს საკუთარ თავთან დარჩენა. მით უმეტეს, იმდენი წიგნია, მუზეუმი, მუსიკა… თუ სწორად არჩეული პარტნიორია ადამიანი, რომელიც არის ჩემი მეორე ნახევარი, მას ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ თუკი შეგხვდა ადამიანი, რომელიც ვერ გიგებს… სამჯერ მქონდა სერიოზული შემოთავაზება, მაგრამ მაშინ კიდევ სხვა დრო იყო და არაფრით მოსწონდათ ის თემა, რომ მე სცენაზე ვიდექი და ავირჩიე ჩემი საქმე. არც გადავრეულვარ, შევშლილვარ, არ შემყვარებია ადამიანი ისე, რომ ჩემი რაღაცები გდამედო გვერდზე… კაცი თუ ხარ, გასაღები უნდა მონახო. თუ ეს ვერ მოახერხე, ე.ი. რაღაც გაკლია…“