LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა

129
photo-collage.png (34)

ქსელში მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის – Michael პირველი ოფიციალური თიზერ პოსტერი და თრეილერი გამოქვეყნდა.

ვიდეო ,,პოპის მეფის” ბავშვობის, სტუდიაში მუშაობისა და თავბრუდამხვევი პერფორმანსების, ასევე ლეგენდარული საცეკვაო ილეთებისა და საკულტო ჰიტის – Thriller კლიპის კადრებს აერთიანებს.

მოკლემეტრაჟიანი რგოლი ცხადყოფს, რომ ბიოპიკი ემჯეის ცხოვრებისა და შემოქმედების ყველა ,,ჰაილაითს” გააცოცხლებს.

ანტუან ფუკუას მომავალი პროექტი მუსიკის ისტორიაში პირველი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ეკრანული ბიოგრაფიაა. მისი გადაღება 155 მილიონი დოლარი დაჯდა. კინოსურათი მაყურებელს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალს მისი პერსპექტივიდან დაანახებს.

,,მაიკლში” 50 წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტის პატარაობას – ჯულიანო ვალდი, ხოლო ზრდასრულობას მისი ძმისშვილი, ჯაფარი განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ Michael ეკრანებზე 2026 წლის 24 აპრილს გამოჩნდება.

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი მესამედ გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები