LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი გადაიდო – გაიგე მიზეზი

185
micheal-jackson-biopic

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკი – Michael, რომლის პრემიერა 18 აპრილს იყო ჩანიშნული, გადაიდო. ახალი თარიღით, ,,პოპის მეფის” შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ეკრანებზე, 3 ოქტომბერს გამოჩნდება.

ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუსიკალური პროექტის დისტრიბუტორი კომპანიის – Lionsgate  განცხადებით, ცვლილების მიზეზი დაჯილდოებების სეზონზე ფილმის წარმატების შანსების ზრდაა.

როგორც კინომწარმოებელი განმარტავს, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ,,მაიკლი” გავლენიანი დაჯილდოებების ნომინანტი გახდეს. 

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ გადაღებული კინოსურათის ბიუჯეტი, 155 მილიონი დოლარია. მასში 50 წლის ასაკში გარდაცვლილ ლეგენდარული არტისტს მისი ძმისშვილი, 28 წლის ჯაფარი განასახიერებს.

ჯაფარ ჯექსონი ბიძის საკულტო კოსტიუმში – ინტერნეტში ,,მაიკლის” პირველი კადრი გავრცელდა

„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი მაიკლ ჯექსონის ბიოპიკში დაიანა როსს განასახიერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები