LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ცხოვრების ახალი ფაქტები გამოვლინდა

336

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ მის ბიოგრაფიაში კიდევ უფრო მეტი საიდუმლო გაჩნდა.

ცოტა ხნის წინ, ტელეარხ Lifetime-ზე დოკუმენტური ფილმის „მაიკლ ჯექსონი: ნეტლანდიის ძიებაში“ პრემიერა შედგა, სადაც რამდენიმე აქამდე უცნობი დეტალი გახდა ცნობილი.

კერძოდ კი, საუბარია ვარსკვლავის რამდენიმე უცნაურ ჩვევაზე. გაირკვა, რომ აუხსნელი მიზეზებით, მაიკლი არასოდეს ხვდებოდა შობას, თუმცა შვილებისთვის ყოველთვის დაუვიწყარ წარმოდგენას აწყობდა. ამას გარდა, კონფიდენციალურობის დასაცავად, მან მოიგონა თამაში „გადაცმა“, რომლის წესების თანახმადაც ქუჩაში გასვლამდე ის და მისი ბავშვები სახეზე ნიღბებს იკეთებდნენ, რათა სახლთან მყოფი პაპარაცების ყურადღება არ მიექციათ.

მაიკლს უყვარდა ფუფუნება, ამიტომ ყოველი მგზავრობის დროს მას გვერდით ჰქონდა ქეისი ზედმეტი 200 000 დოლარით, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის იყო განკუთვნილი.

ზემოთხსენებული დოკუმენტური ფილმი ჯექსონის პირადი მცველის მემუარების მიხედვით გადაიღეს. მაიკლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი ერთი დიდი ოჯახი იყვნენ, ამიტომ ბოლო პერიოდში, ფინანსური კრიზისის დროს, დაცვის წევრები ჯექსონთან უფასოდ მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები