LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა – ,,პოპის მეფის” დის ემოციური სიტყვა (ფოტო/ვიდეო)

1131
janet-jackson-accused-stealing-michael-jackson-statue-pp

25 ივნისი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დღეა. ,,პოპის მეფე” 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარული მომღერლის დამ ძმის ხსოვნას პატივი The Sunday Times-თან ინტერვიუში მიაგო. ჯენეტის განცხადებით, მაიკლის მემკვიდრეობა თაობებს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლეში მაიკლმა ჯენეტთან მხოლოდ ერთხელ ითანამშრომლა. Scream – ასე ჰქვია ვარსკვლავური წყვილის დუეტს, რომლის კლიპი 38-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ვიდეოდ” დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, პროფოფოლითა და ბენზოდიაზეპინით ინტოქსიკაცია დასახელდა. სიკვდილი მისი პირადი ექიმის, კონრად მიურეის არაგანზრახულ მკვლელობად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები