LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი 16 წლის ასაკში გადაღებული კლიპით ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” შევიდა

175
4466303843_fd8457c9cd_b

მაილი საირუსის სიმღერაზე – Party in the U.S.A. გადაღებული კლიპი, რომლის პრემიერა 2009 წლის 26 სექტემბერს შედგა, Youtube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.

კრის ეპლბაუმის გადაღებული მუსიკალური რგოლი, არტისტის მეორე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე იგივე შედეგი 2013 წლის ტრეკის – Wrecking Ball ვიდეოს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის გამოსვლისა და მისი კლიპის გადაღების დროს, საირუსი 16 წლის იყო. Party in the U.S.A. შემსრულებლის სადებიუტო მინი ალბომის – The Time of Our Lives მთავარი ჩანაწერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები