LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური შოუს თიზერში

128
photo-collage.png (11)

Disney+-მა საკულტო თინეიჯერული სერიალის – Hannah Montana 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური შოუს თიზერი გამოაქვეყნა.

,,დაბრუნება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო” – წერია მოკლე ვიდეოს აღწერაში, რომლის კადრებშიც ჩანს ავტომობილი სანომრე ნიშნით – HM20, მანქანიდან კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მაილი საირუსი გადმოდის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ,,ჰანა მონტანას” იუბილეზე განსაკუთრებული რამ ჰქონდა დაგეგმილი, სატელევიზიო შოუში მთავარი პერსონაჟის, მაილი სტიუარტის სასცენო სახელითა და ფსევდონიმით – ჰანა მონტანა როლის შემსრულებელმა ვარსკვლავმა, გასული წლის ივლისში გაამხილა.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა ეთერში 24 მარტს, სწორედ იმ დღეს გავა, როცა 2016 წელს „დისნეის” არხზე ,,ჰანა მონტანას” პირველი სერია აჩვენეს. 

როგორც ცნობილია, ,,ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური პროექტი მოიცავს ექსკლუზიურ, სიღრმისეულ დიალოგს საირუსსთან სერიალის ხანგრძლივ გავლენაზე, მისი ორიგინალური მუსიკის წარმატებასა და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის შექმნაზე. გამოშვებაში ასევე ვიხილავთ აქამდე უცნობ საარქივო მასალასაც, დაბრუნებას შოუს სავიზიტო ლოკაციებზე, მათ შორის – სტიუარტების ოჯახის მისაღებ ოთახსა და ,,ჰანა მონტანას” საკულტო გარდერობში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სიმღერებს გააცოცხლებს შოუში მაილი, რომელსაც ,,დისნეის” დატოვების შემდეგ ,,ჰანა მონტანას” მუსიკის შესრულების უფლება არ ჰქონდა.

საგულისხმოა, რომ მას შემდეგ, რაც საირუსმა ,,დისნეის ლეგენდის” წოდება მიიღო, სერიალის სიმღერების შესრულების უფლებაც მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ 2024-ში მაილი საირუსი გასართობი ინდუსტრიის ყველაზე ახალგაზრდა და მისი თაობის პირველი წარმომადგენელი გახდა, ვისაც ,,დისნეის ლეგენდის’’ წოდება მიანიჭეს.

მაილი საირუსი ,,დისნეის ლეგენდა’’ გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები