მარკ რონსონმა დაანონსებული სიმღერა Nothing Breaks Like a Heart გამოუშვა, რომელიც მაილი საირუსთან თანამშრომლობით ჩაიწერა. სინგლი, რომლის ავტორები თავად ბრიტანელი და ამერიკელი მუსიკოსები არიან, კლიპთან ერთად გამოვიდა.
საინტერესოა, რომ ვიდეო პროვოკაციული სიუჟეტით, ოქტომბერში, უკრაინაში გადაიღეს. მუსიკალური რგოლის დასაწყისში, საირუსი პოლიციას გაურბის, მოგვიანებით კი მას რონსონიც უერთდება. კადრებში ასევე მონაზვნები, მღვდლები, სტრიპტიზიორები და მომღერლების მხარდამჭერები ჩანან.
ცნობილია, რომ ტრეკის სატელევიზიო პრემიერა 7 დეკემბერს, The Graham Norton Show-ში გაიმათება. 15 დეკემბერს თანამედროვეობის ორი საუკეთესო შემსრულებელი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი იქნება.
Early present for you. 🎁#SNL pic.twitter.com/gwfSdqP76f
— Saturday Night Live – SNL (@nbcsnl) November 26, 2018