LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი თხოვდება? – არტისტისა და მისი შეყვარებულის უახლესი გამოჩენა

129
page

33 წლის მაილი საირუსი ლოს-ანჯელესში, ფილმ „ავატარის“ მესამე ნაწილის პრემიერაზე, 27 წლის შეყვარებულთან, მაქს მორანდოსთან ერთად გამოჩნდა. ყურადღების ცენტრში მისი ბზინვარე ალმასის ბეჭედი მოექცა. ფანებმა მაშინვე შენიშნეს, რომ მას იგივე ბეჭედი 33-ე იუბილეზე გადაღებულ ფოტოებშიც ეკეთა, ეს კი შესაძლოა მინიშნება იყოს მათი ნიშნობისა.

წყვილის ურთიერთობა უკვე სამი წელზე მეტია გრძელდება. მომღერალმა პირველად 2021 წლის სექტემბერში მიანიშნა საზოგადოებას, რომ მორანდოს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.

ცნობისთვის, საირუსი უკვე იყო დაქორწინებული ლიამ ჰემსვორთზე, თუმცა მათი კავშირი ცოტა ხნას გაგრძელდა.

შიშველი, ექსტრავაგანტური და თავისუფალი – მაილი საირუსი გამოცემა Perfect-ის გარეკანზე

ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაილი საირუსის ვასკვლავი გაიხსნება

„სასაცილო წყვილია“ – მაილი საირუსმა ახალი შეყვარებული გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები