LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნის შეძახილი და ხარის თავი: ევროპაში ულტრასები არ ცხრებიან

55

ხიხონის „სპორტინგისა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის მატჩი გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილების გამო შეწყდა.
დაზარალდა ბილბაოელთა შავკანიანი ფორვარდი ინიაკი უილიამსი.

inaki-williams-bilbao_3769788

პირველ ტაიმში არბიტრმა კლოს გომესმა თამაში გააჩერა, როდესაც ტრიბუნებიდან მაიმუნის მსგავსი შეძახილი შემოესმა. დიქტორის განცხადების და წუთიერი შესვენების შემდეგ თამაში განახლდა.

22 წლის უილიამსი ბილბაოშია დაბადებული. მამამისი განადან არის, დედა ლიბერიიდან.
ინიაკის ესპანეთის ნაკრებშიც უთამაშია.

კიდევ უარესი გერმანიაში მოხდა. გერმანიის თასის 1/32 ფინალურ მატჩში გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან ხარის თავი გადააგდეს: დრეზდენის „დინამოს“ ულტრასებმა ლეიპციგის „რედ ბული“ დააშინეს.

სტადიონის თანამშრომლებმა ვერ გაარკვიეს, როგორ შეიტანეს არენაზე ხარის მოჭრილი თავი. ამას გარდა, მასპინძლებმა ლეიპციგელ სტუმრებს შეურაცხყმოფელი ბანერებიც გამოუფინეს.

CqZZpbNUsAECLux

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები