LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისამდე პურ-პროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება – პურის მცხობელთა ასოციაცია

93
puri_0

მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის, – ამის შესახებ საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 70 ლარამდე გაიზრდება, პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუკი ამ ნიშნულს გადასცდება, პურის ფასის სტაბილურობის მიზნით, სავარაუდოდ, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 2-3 თვის მარაგია.

„სახელმწიფომ ხორბლისა და ფქვილის შემოტანაზე მომუშავე კომპანიებზე გასცა დავალება, რომ 2-3 თვის მარაგი ხორბალი უნდა შეიძინონ. თუ ეს არ იქნება რუსეთი, შესაძლებელია იყოს ევროპის რომელიმე ქვეყანა. მოლაპარაკება მიდის ყაზახეთთანაც,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g