საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.
„მოგიწოდებთ, გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი“ – ჯო უილსონი ეუთოს გენერალურ მდივანს
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოემსახურება“
„ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთო-ს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ საქართველოში სტუმრობისთვის, ჩამობრძანებისთვის, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ, გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად გაცნობიერებისთვის, ცოდნისთვის. მინდა, გისურვოთ ასევე წარმატება, როგორც გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომლის ვალდებულებაც არის ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.