1992 წელი, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი და ეპოქა, როცა ავტომობილები თანდათან გადადიოდნენ რევოლუციურ პერიოდში. ამ წელს, ყველაზე დიდი პოპულარობა შეიძინა ყველასათვის ცნობილი ბრენდის, მაკლარენის მოდელმა f1. კლიშეა, მაგრამ ეს იყო მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
არსებობენ საზოგადოებისთვის სათაყვანებელი ავტომობილები და ისეთები, რომლებიც გარკვეული ეპოქისთვის ერთი მარტივი სიტყვით, იკონურ მოდელებს წარმოადგენენ. ასეთის სახელი ერთმნიშვნელოვნად რთულია არ იცოდე. შეიძლება არ გქონდეს ნანახი, მაგრამ ერთხელ მაინც, შენი ავტომოყვარული მეგობრისგან აუცილებლად გექნება გაგებული.

რატომ იყო იკონური მაკლარენი? იმიტომ რომ იგი აღიჭურვა ნახშირბადბოჭკოვანი სტრუქტურითა და პანელით, მისი ორგანიზმი წარმოშობდა 627 ცხენის ძალას, V12 ძრავით.
შედეგი შთამბეჭდავი იყო – 386 კილომეტრი საათში. ლეგენდა გვიამბობს, რომ გაცილებით დაბალ სიჩქარეზეც კი მისი მართვა იყო ამაღელვებელი.
1992 წელს, დღევანდელი გადმოსახედით და მაშინაც კი ცხადია, „მაკლარენ f1” ფუფუნების საგანი იყო და შესაბამისი ფასიც ჰქონდა: 534 ათასი ფუნტი სტერლინგი. უკომპრომისო ავტომობილის შესაფერისი ფასი.
მისი მხოლოდ 106 ერთეული შეიქმნა, მათგან გზებისთვის ლეგალური მხოლოდ 71 ეგზემპლარი იყო, დანარჩენს კი მბრბოლელები იყენებდნენ.

