LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალია ობამას ანაზღაურება საათში 9 დოლარს შეადგენს

57

ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი, 18 წლის მალია ჰარვი ვაინშტაინის საპროდიუსერო კომპანიაში – The Weinstein Company სტაჟირებას გადის. გოგონა შემოსულ სცენარებს ახარისხებს და ამ საქმეში საათში 9 დოლარს იღებს. მალიამ მუშაობა 30 იანვარს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილისთვის ეს პირველი სამსახური არ არის – გასულ წელს, ლენა დანემის სერიალის – „გოგონების“ გადასაღებ მოედანზე ის ასისტენტად მუშაობდა.

ცნობისთვის, The Weinstein Company მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საპროდიუსერო ფირმაა. მისი პროდიუსერობით გამოსული ფილმებია: „მეფის სიტყვა!“, „გათავისუფლებული ჯანგო“ და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები