LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი… რაც ეს ამბავი გავიგე, სულ მისი სიტყვები ჩამესმის, როცა პირველად მნახა – „მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ, ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ?!“

383
მახლაზ მაჩალიკაშვილი და კესარია

„ადა­მი­ა­ნი მხე­ცია და მხეც­ზე უა­რე­სი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მშვე­ნი­ე­რე­ბას ასე უმო­წყა­ლოდ მო­ექ­ცე?! ამა­ყობ­დე შენ­ში, რომ მის­ნა­ირ მშვე­ნი­ერ არ­სე­ბას­თან კონ­ტაქ­ტობ და ამავდრო­უ­ლად, გრცხვე­ნო­დეს შენი საქ­ცი­ე­ლი­სა“, – ასე ეხმაურება მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბას და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამავე პოსტში მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და წერს, მისი გაცნობის ინიციატორი თავად კესარია იყო:

„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“ – გიორგი კეკელიძე

„არის ორი დიდი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი. ეს ორი­ვე დიდი ტკი­ვი­ლი კი შენი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვას უკავ­შირ­დე­ბა. ამ დიდ ტკი­ვილ­შიც არის ისევ დიდი სხვა­ო­ბა. არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით კვდე­ბა და გტკი­ვა გა­უ­საძ­ლი­სად. არის ტკი­ვი­ლი, ვინ­მე მხე­ცი მო­გიკ­ლავს ახ­ლო­ბელს თუ ოჯა­ხის წევ­რს.

როცა სრუ­ლი­ად არ ელო­დე­ბი, მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა და­გა­ტყდე­ბა თავს. ეს ტკი­ვი­ლი ბევ­რად უფრო დიდი ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ვნიშ­ნე.

ადა­მი­ა­ნი მხე­ცია და მხეც­ზე უა­რე­სი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მშვე­ნი­ე­რე­ბას ასე უმო­წყა­ლოდ მო­ექ­ცე?! ამა­ყობ­დე შენ­ში, რომ მის­ნა­ირ მშვე­ნი­ერ არ­სე­ბას­თან კონ­ტაქ­ტობ და ამავდრო­უ­ლად, გრცხვე­ნო­დეს შენი საქ­ცი­ე­ლი­სა.

ძა­ლი­ან მტკი­ვა ყვე­ლა სის­ხლის წვე­თი, რო­მე­ლიც სხვი­სი ხე­ლით მხე­ცუ­რად და­იღ­ვა­რა, იღ­ვრე­ბა და და­იღ­ვრე­ბა.

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

სი­სას­ტი­კეა, როცა შენ ფიქ­რობ სა­ხელ­მწი­ფო გი­ცავს, მაგ­რამ მას შენ­თვის არ სცა­ლია და ჰკი­დი­ხარ. ამ გო­გო­ნას ვიც­ნობ­დი საკ­მა­ოდ ახ­ლოს, რაც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სულ ჩა­მეს­მის მისი სი­ტყვე­ბი, როცა პირ­ვე­ლად მნა­ხა – „მე გავ­ბე­დავ და ხელს ჩა­მო­გარ­თმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავ­ხართ“.

ან რა­ტომ არ უნდა გა­ე­ბე­და ჩე­მამ­დე მოს­ვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყვე­ლა ერთი ღმერ­თის შექ­მნი­ლი ვართ?! ღმერ­თმა თა­ვად ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, ვის ქმნის და რა­ტომ ქმნის.

მე ამ დიდი მწუ­ხა­რე­ბის მო­ზი­ა­რე ვარ“. – წერს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ…

Posted by მაჩალიკაშვილი მალხაზ on Thursday 19 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g