LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტის ქუჩებს რობოტები დაალაგებენ

156
869d00d50ef3d2f9924466e70bdb21c77ab1c5a6-1702902420-32d5d3a0-960x640

2024 წლის იანვრიდან მალტის ქალაქების ქუჩებს, სანაპიროებს თუ მოედნებს რობოტები დაალაგებენ. ინოვაციური მოწყობილობა ელექტროენერგიაზე მუშაობს, სრულად ავტონომიურია და მუშაობის პროცესში ადამიანის ჩართულობას არ საჭიროებს. სიახლის შესახებ გამოცემა times of Malta წერს.

მალტის ქუჩებში რობოტი-დამლაგებლის ორი მოდელი გაჩნდება: პირველი ქუჩებს დაგვის, მეორე კი დაწმენდაზე იქნება პასუხისმგებელი.

რობოტების მონაწილეობა ქალაქებს სისუფთავის უკეთ დაცვაში დაეხმარება, რადგან ისინი ქუჩებს 3-4 დღეში ერთხელ დაალაგებენ (ამჟამად ქუჩის სამუშაოები 3 კვირაში ერთხელ ტარდება.)

თუმცა, უნდა აღინიშნოს. რომ რობოტებს მხოლოდ ფართო სივრცეების დალაგება შეუძლიათ. ვიწრო ქუჩებს და პლაჟებს ძველებურად ადამიანები დაასუფთავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები