LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ილია ჭიღლაძე: მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს!

3414
BeFunky-collage (1)

მამა ილია ჭიღლაძე მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და წერს, რომ სასულიერო პირის მხრიდან წყევლა დაუშვებელია.

“მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით, ასე და ამგვარად ხდება ყოველდღიურად ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა და ერის მიერ სასულიეროთა სამართლიანი განკითხვის საბაბის მიცემა.

„ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ – არქიმანდრიტი ბართლომე

ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა, ყველას აქვს თავისი ცოდვები და შეცდომები, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც დაუშვებელია და არაფერში ჯდება.

რაც შეეხება ბერა ივნიშვილის მიერ მილიონზე მეტი დოლარის ამაზონის ტყეებისათვის შეწირვას, შეწიროს, თუ ამდენივეს და მეტს საქართველოში (და სხვა მოშიმშილე რეგიონებში) მოშიმშილე ადამიანების გადარჩენას სწირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ სნობიზმია და არაგონივრული ქველმოქმედება,”-წერს მამა ილია ჭიღლაძე

ცნობისთვის, არქიმანდრიტი ბართლომე, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილზე თქვა, რომ მომღერალს “ყელის კიბო უშველიდა”, ბოდიშს მისგან ელის. ბართლომე ამბობს, რომ რაჭველიშვილს საბოდიშოდ აქვს საქმე, რადგან ბერა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია.მისი თქმით, რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს განცხადება მომღერლის “ისტერიულმა” ქცევამ გამოიწვია.

საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ანიტა რაჭველიშვილს “ყელის კიბო უშველის”. მათი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, სასულიერო პირი იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და ბოროტის მსურველი - საპატრიარქოს განცხადება

მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ სურთ პატივისცემა გამოხატონ ანიტა რაჭველიშვილის მიმართ. რაც შეეხება არქიმანდრიტს, მის საკითხს კომისია განიხილავს და “შესაბამისი რეაგირება მოყვება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები