მოულოდნელობებით სავსე ,,კოაჩელაზე” უამრავ სხვა არტისტთან ერთად, ჯეიდენ სმიტის პერფორმანსიც გაიმართა. 20 წლის რეპერმა კოლეგების მსგავსად, ფესტივალის სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო.
მაშინ, როცა ახალგაზრდა ვარსკვლავი სიმღერას Icon ასრულებდა, სცენაზე მისი მამა, უილი გამოჩდა.
აღსანიშნავია, რომ მამა-შვილის დუეტს მელომანები მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. მეტიც, მათი თხოვნით, კოლაბორაცია მეორედაც შედგა.
შეგახსენებთ, რომ Icon ჯეიდენ სმიტის სადებიუტო სტუდიური ალბომის Syre მეოთხე სინგლია, რომელიც 2017 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა.