აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) თბილისში გამართულ „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გვერდში უდგას საქართველოს!
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ გვერდში უდგას საქართველოს! #MEGOBARI“, – წერს უილსონი.
The courageous Georgian People are patriots who want a strong country with close ties to America. They reject the tyrannical Ivanishvili regime and its attempt to sell Georgia to the Iranian regime and the Chinese Communist Party. The USA stands with Georgia! #MEGOBARI pic.twitter.com/Cds6Nk8vwy
— Joe Wilson (@RepJoeWilson) March 22, 2025