LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის საუკეთესო საკარანტინე „ლუქი“ – ჯარედ ლეტო ვარდისფერში

150
safe-image

ჯარედ ლეტოსთვის პანდემიის პერიოდი საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ის 2 კვირით უდაბნოში იმყოფებოდა და როდესაც ცივილიზაციას დაუბრუნდა, გაოცებას ვერ მალავდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა სიტუაციას მალევე შეეჩვია და ჰუდების ხაზიც გამოუშვა, შემოსული თანხა კი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხა.

ჯარედ ლეტომ ჰუდების ხაზი გამოუშვა, შემოსული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება

კოლექციის შეძენა ნებისმიერ ადამიანს, 30 Seconds to Mars-ის ვებ გვერდზე შეუძ

ახლა კი 48 წლის მსახიობმა და მომღერალმა თვითიზოლაციიდან „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაგვიზიარა, სადაც კარგად ჩანს, რომ ვარსკვლავი სახლშიც ზუსტად ისე იცვამს, როგორც სცენაზე.

აღნიშნულმა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა და მის „ლუქს“ მამაკაცის საუკეთესო საკარანტინე „ლუქი“ უწოდეს.

შავი მაისური, მბზინავი, ვარდისფერი „გუჩის“ შარვალი და მაღლა აწეული თმა – ეპატაჟური ვარსკვლავი თავის „ლუქს“ შიშველი ფეხებით ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები