LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ზღვაში მყოფ ტურისტებს პირადი ნივთები მოპარა და გამოსასყიდი მოსთხოვა

118
Cheeky-thief-steals-from-bathers-and-then-demands-money-for-return-of-items-at-popular-Costa-Blanca-beach-in-Spain

მამაკაცმა ესპანეთში ზღვაში მოცურავე ტურისტების პირადი ნივთები მოიპარა და მოპარული საქონლის გამოსასყიდის გადახდა მოსთხოვა. ინფორმაციას Olive Press ავრცელებს.

განმარტავენ, რომ შემთხვევა ქალაქ ალიკანტეს სანაპიროზე მოხდა.

30 წლის მაროკოელმა სანაპიროზე ორ ადამიანს ნივთები წაართვა და გაიქცა. ტურისტები, რომლებმაც ეს შეამჩნიეს, ქურდს გაჰყვნენ და გამოიჭირეს. თუმცა, დამნაშავე არ დანებდა და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად ფული მოსთხოვა. ამის შემდეგ ის ბასრი საგნით დაესხა თავს დამსხვენებლებს.

შედეგად დაშავებულებს სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. მაროკოელი პოლიციამ დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები