ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი წლის დასაწყისში შეეძინათ. ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ. წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.
მას შემდეგ წყვილის გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან კასელის ერთადერთი ვაჟის გამოჩენას. და აი, ნარამ „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტო გაავრცელა, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„მამას ბიჭია“, „თეთრკანიანია ბავშვი?“, „იმედია დედას დაემსგავსება“, – არ წყდება კომენტარები.
