LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის ასაკი ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ახდენს გავლენას

39

მამის ასაკი ბავშვის დაბადების მომენტში მომავალში საზოგადოებაში ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ამის შესახებ Journal of the American Academy of Child and Adolescent Psychiatry წერს.

მეცნიერებმა მაგდალინა ჯანეცკის ხელმძღვანელობით, რომელიც ნიუ იორკის მაუნტ-სინაის საავადმყოფოს აუტიზმის კვლვევისა და მკურნალობის ცენტრის თანამშრომელია, ბავშვების ქცევები ადრეული ასაკიდან ზრდასრული ცხოვრების პირველ დღეებამდე შეისწავლეს. ისინი ცდილობედნენ გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს მამის ასაკი მათ ქცევაზე საზოგადოებაში, თანატოლებთან კონტაქტსა და კონფლიქტზე, ემოციურობასა და აქტივობაზე.

აღმოჩნდა, რომ ძალიან ახალგაზრდა (25 წელს ქვემოთ) და ძალიან ასაკოვანი (51 წელს ზემოთ) მამების შვილები ადრეული განვითარების სტადიაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისას მარტივად სწავლობდნენ ქცევის ჩვევებს. თუმცა, მოზარდობის პერიოდის დაწყებისას ისინი თანატოლებს ჩამორჩებიან. ეს ეფექტი კავშირში არ არის დედის ასაკთან. გარდა ამისა, მეცნიერების აზრით, ურთიერთობის ჩვევების განვითარება გენებით უფრო განისაზღვრება, ვიდრე გარემო ფაქტორებით. რაც მეტია მამის ასაკი, მით მეტ ძალას იკრებენ გენები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები