LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამის გვერდში დგომა მუდამ მაკლდა“ – ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ვაჟის სკანდალური ვიდეომიმართვა

98
page

ტომ ჰენკსა და რიტა უილსონს 33 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ ორი შვილი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ მათი 31 წლის ვაჟი, ჩეტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. მან სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მისი მამა მისთვის მისაბაძი მაგალითი არ ყოფილა და მას მუდამ აკლდა მამის ხელი და გვერდში დგომა.

„მე გამუდმებული კრიტიკის ობიექტი ვიყავი, რადგან ჩემი მამა ტომ ჰენკსი იყო, მე მამის მხარდაჭერა მაკლდა, არ მყავდა ისეთი მამა, რომელიც მეტყოდა, რომ ასეთი ადამიანების აზრი ფეხებზე უნდა დამეკიდებინა“ , – ამბობს ჩეტი ვიდეომიმართვაში.

მისმა სიტყვებმა საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

„მდიდარი მამიკოს კომპლექსი“, ,,როგორ ამბობ ტომზე ამას!“, „ტომსა და რიტას უნდა რცხვენოდეთ ასეთი შვილი რომ ჰყავთ“, – წერენ კომენტარებში.

ფოტო: „ჩემი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი“ – ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ქორწინების 33 წლის იუბილეს აღნიშნავენ 

კორონავირუსის დამარხების შემდეგ, ტომ ჰენკსი პლაზმის დონორი გახდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები