LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამისთვის მიძღვნილი „ყვითელი ფოთლები“ და სამი საპატარძლო კაბა – ულამაზესი წყვილის ზღაპრული ქორწილი წინანდალში, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო

6448
მარიამ ხუჯაძე

სოციალურ ქსელში ულამაზესი წყვილის, მარიამ ხუჯაძისა და გიორგი მეტრეველის ქორწილის კადრები ვრცელდება.

ქორწილს, რომელიც წინანდალში გაიმართა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უამრავი სახე ესწრებოდა. მაია ასათიანი, დათო ხუჯაძე, ბაბი კირკიტაძე, ნანუკა გულუა მეუღლესთან ერთად, სალომე შარვაძე, ალექსანდრა პაიჭაძე, სალომე გოგიაშვილი…

ქორწილში უამრავმა მომღერალმა მოიყარა თავი, რომლებმაც თავიანთი რეპერტუარიდან შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას სიმღერები.

პატარძალმა კი გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ არაჩვეულებრივად შეასრულა, რომელიც მამას, გიორგი ხუჯაძეს მიუძღვნა.

პატარძალს Pronovias-ს, galogrea-ს და ⁠clio peppiatt x annie’s ibiza-ს ულამაზესი კაბები ჰქონდა მორგებული.

ქორწილი ორგანიზებული იყო ივენთ კომანია TMB – ის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g