ქსელში ფილმ Mamma Mia!-ს ახალი ნაწილის მეორე ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, თუმცა ვიდეომ თაყვანისმცემლებში ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან რა ბედი ეწია მერილ სტრიპის პერსონაჟს ფილმში, მათ ვერ გაიგეს.
სტრიპი, რომელმაც ფილმშის დონა განასახიერა, მონაწილე მსახიობთა სიაში წერია, თუმცა ორივე ტრეილერში მერილი მხოლოდ დანარჩენების მოგონებებში რჩება, ამიტომ თაყვანისმცემლებმა მიიჩნიეს, რომ ავტორებმა „დონა მოკლეს“.
შეგახსენებთ, რომ ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა დონასა და მის სამ თაყვანისმცემელზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა სტრიპის როლს პროექტში ლილი ჯეიმსი ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკალურ ისტორიაში ჩნდება შერიც, რომელმაც ამანდა სეიფრიდის ბებიის პერსონაჟი განასახიერა.
ფილმი დიდ ეკრანებზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.