LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბრიუსელის მერთან, უკვე ვმუშაობთ ქართულ-ბელგიური კულტურულ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე

228
ლელო

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ბრიუსელის მერთან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.

მისი თქმით, „ბელგიასა და საქართველოს თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვთ, მათ შორის თბილისს, კონკრეტულად ბელგიურ დიდ კომპანიებთან“.

„ჩვენი შეხვედრის მიზანი იმ გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ევროპულ ქალაქს გააჩნია. ეს არის სოციალური სფერო, განათლების სისტემა, ასევე ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ქართულ-ბელგიური კულტურულ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ბრიუსელის მერთან შევთანხმდით რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს.

და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპის დედაქალაქის მერისგან სრული მხარდაჭერა მიიღო ჩვენმა საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ, მისმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g