LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ

138
მამუკა ხაზარაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სხდომაზე დაბარებას, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

„დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე – „სიგნალში“.

მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!

ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.

კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული „ნაცების“ მხარდაჭერაში.

ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის „ნაცმოსამართლე“ და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ „ოცნების“ რიგებში.

ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!

ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.

სამწუხაროა, რომ „ოცნება“ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.

აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.

ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!

P.S „ოცნების“ პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში „ოცნების“ მხრიდან ცილისწამებაზე.

დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე – “სიგნალში” მისვლას და ამ ცირკში…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ორშაბათი, 24 მარტი, 2025

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 25 მარტს იმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g