LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: პარლამენტი ირაკლი კობახიძის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია

216
BeFunky-collage - 2024-02-02T001154.455

პარლამენტი ირაკლი კობახიძის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლიმ ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს პარლამენტის როლი.

„პარლამენტი ირაკლი კობახიძის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა, ამას მეორე დიდი დადებითი მხარე აქვს. როდესაც საპარლამენტო მოწყობის ქვეყანას აშენებ და ამ მოწყობის ქვეყანაში პრეცედენტი ჩნდება, რომ ყველაზე აქტიური, ყველაზე შედეგიანი პარლამენტარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გადადის ქვეყნის პირველ პირად, აქ კიდევ სხვა ემოციაც, სხვა მოლოდინიც ჩნდება იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. ირაკლიმ ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს პარლამენტის როლი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა.დელეგატებმა კი კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.

მანამდე „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ყრილობას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g