LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის“

356
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეს ეხება.

ირაკლი კობახიძე: „ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება“

მამუკა მდინარაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს.

„საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს! ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული – აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან.

ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ. დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე. ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზრუნებს ჩვენს გარდა, ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g