LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – სისულელეებს აკეთებენ და ისევ ჩვენთან მოდიან, გაიღეთ მოწყალებაო – კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ მათი სისულელეები “გაპრავდეს”

138
mdinaradzee

პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ, კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს რომ მათი სისულელეები “გაპრავდეს”, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

“თავად ჩახსნეს სიები და ამ შეცდომის გამოსწორებას გვთხოვენ ჩვენ. როგორ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და მერე ამუნათებდე ოპონენტ პარტიას და კანონის შეცვლას “ავალებდე”. სისულელეებს რომ აკეთებენ და მერე ისევ ჩვენთან მოდიან და გაიღეთ მოწყალება, შეცვალეთ კანონი, რადგან სისულელე გავაკეთეთო, ეს არგუმენტი არ არის. პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ, კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს რომ მათი სისულელეები “გაპრავდეს”, უკაცრავად ჟარგონისთვის, კანონი უნდა შეიცვალოს ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g