LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო”- შალვა პაპუაშვილი

149
შალვა პაპუაშვილი დაპირისპირებაზე

„არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.

„აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო: „სულ თავში მირტყეს, გამიგდეს.. ყელში ამომივიდა და ჩავცხე“ – ელისაშვილის თქმით, ფიზიკურად მასაც დაუპირისპირდნენ

ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები